უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე 31 დღეა უკრაინა იმ შეიარაღებას ითხოვს, რომელიც ნატო–ს შეიარღების დაახლოებით 1% – ს წარმოადგენს.
"დღეს ვესაუბრე პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას. დიდი მადლობა გადავუხადე მას იმ ადამიანების თანამდგომისთვის, ვინც ომის პერიოდში თავშესაფარი პოლონეთში იპოვა. ასევე, ჩვენი ქვეყნის საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპის უსაფრთხოების დაცვასთან თანადგომაში.
ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ევროპული უსაფრთხოების ფასი ის თვითმფრინავები და ტანკებია, რომლებიც უკრაინას სჭირდება და ეს სამხედრო აღჭურვილობა აქვს ჩვენს პარტნიორებს, რომელსაც უბრალოდ მტვერი ჭამს. ეს ტექნიკა უნდა მოგვცენ ჩვენ არამხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპულის უსაფრთხოების გადასარჩენად და დასაცავად.
ევროპის კონტინენტზე არავის არ უნდა გაუხარდეს თუ მორიგი დაპირისპირება რუს ოკუპანტებთან, მოხდება ბალტიისპირეთში, პოლონეთში და სლოვაკეთში და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამხედრო ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ, სადღაც სანგრებში დგას და ნატოს თვითმფრინავებისა და ტანკების მეასედს წარმოადგენს.
ჩვენ ვითხოვეთ მხოლოდ 1%, მეტი არც გვჭირდება. ამ სამხედრო დახმარებას ველოდებით უკვე 31 დღეა. ვინ კარნახობს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, ნუთუ მოსკოვი თავისი ქმედებებით?! ევროატლანტიკურმა კავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გაააქტიუროს უკრაინის დახმარება.
ზუსტად ამ შეთანხმებას მივაღწიეთ ჩვენ კიევში, სამი ქვეყნის პრემიერმინისტრთან და მათ შორის ბატონ კაჩინსკისთან. ეს მოხდა მარტის შუა რიცხვებში.
დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ, მარიუპოლის მცველებს დავუკავშირდი, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ. მათი გმირობა, თავდადება და მედგარი ბრძოლა შთამაგონებს. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ნეტავ მათი სიმამაცის 1% მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც 1 თვეა ფიქრობენ, როგორ გადმოგვცენ ტანკები და თვითმფრინავები." – ზელენსკი.