უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს - პრეზიდენტის გადაწაყვეტილებით, სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები გათავისუფლებულნი იქნებიან.
პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, მათ შესაძლებლობა მიეცემათ თავიანთი დანაშაული ცხელ წერტილებში გამოისყიდონ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ თითოეულმა, ვისაც შეუძლია ოკუპანტებთან ბრძოლას შეუერთდეს, ეს უნდა გააკეთოს.
"სამხედრო გამოცდილების მქონე უკრაინელი პატიმრები საპატიმროდან გათავისუფლებულნი იქნებიან. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ცხელ წერტილებში თავიანთი დანაშაული გამოისყიდონ," - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.