სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ სამიზნე ჯგუფში 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია.
„რაც შეეხება სკოლებს, სკოლებში მასწავლებლებისა და პედაგოგიურ სფეროში დასაქმებული სხვა პერსონალის აქტივობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაიზარდა. პროპორციულად ეს რაოდენობა იზრდება, დაახლოებით 30-დან 40%-მდე სამიზნე ჯგუფის უკვე ვაქცინირებულია. რაც რა თქმა უნდა, სასურველი მაჩვენებელი არ არის და ჩვენ მაქსიმალურად გავააქტიურებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე, სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია ჯამურად 67%-ია. ეს უფრო მეტად ექიმების ხარჯზეა. „ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ჯერ არ ვართ იქ, რომ საკმარისი რაოდენობა მივიღოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.