
რუსთაველის გამზირზე, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს, მიკროფონი გაითიშა. სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლის გაგრძელება ე.წ. მეგაფონით მოუწია.
პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლის გაგრძელებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეები ხარვეზის გამოსწორებას ცდილობენ.
მანამდე პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა და განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტად და საქართველოს კონსტიტუციის ერთგულად.
„მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ", - განაცხადა