საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან გაწვეული ელჩის უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩი ომის დაწყების შემდეგ, „მოხალისეების არგაშვებისა და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციის“ გამო, დროებით, კონსულტაციების მიზნით გაიწვია.