სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე, თავის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივიდა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ "ხალხთან ახლოს სურს ყოფნა" და მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს შეხვდება, მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.