უკრაინის ყოფილი დეპუტატი რამზან კადიროვის ლიკვიდაციისთვის ჯილდოს აწესებს. ევგენ რიბჩინსკი დაუთმობს საკუთარ სახლს და 40 ჰექტარ მიწას კიევთან, მას ვინც ჩეჩნეთის ლიდერის მოკლავს - ამის შესახებ დეპუტატმა საკუთარი Facebook-ის გვერდზე დაწერა.
შეგახსენებთ რომ, არსებული ინფორმაციით, რამზან კადიროვი, რომელიც პუტინის მოკავშირეა და მხარდაჭერას უცხადებს უკრაიელი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავის რაზმთან ერთად უკრაინაში იმყოფება. ასევე, ბოლო გავრცელებული ცნობით, მან თავის რაზმს უკრაინაში ბავშვების გატაცება დაავალა.