რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა.
„ევროკავშირის მოსაზრება მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის ცხადი მტკიცებულება, რომ ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, რომ მიიღოს მეზობლები, ვისაც ჩვენთან შემოერთება სურს. ეს მოსაზრება არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის. რამდენიმე კვირის წინ არავინ მოელოდა, რომ ევროკომისიის მოსაზრება ცხადად გაამაგრებდა საქართველოს ევროპულ გზას. ახლა უკვე შესასრულებელია პროგრამა, არის ცხადი ამოცანა და გრაფიკი. საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.