სლოვენიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იანეზ იანშა „ტვიტერზე“ წერს რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე MAP-ის არმინიჭება 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო
ის ასევე წერს, რომ ბუქარესტის სამიტზე უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას მხარი დაუჭირეს აშშ-მა და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გარდა გერმანიისა და საფრანგეთისა.
„სინამდვილეში, აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის და საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე და ყველა ევროპელმა წევრმა სახელმწიფომ, გერმანიისა და საფრანგეთის გამოკლებით. კარგად მახსოვს ეს დრამატული ღამე. ეს იყო 21-ე საუკუნის დასაწყისის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა“, – წერს იანეზ იანშა.