საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 81 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 5 017 პირი.
გუშინ საქართველოში 40 435 ტესტი ჩატარდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 40 435, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 24 334, PCR ტესტით - 16 101
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 7,94%, ბოლო 14 დღის - 9,85%, ბოლო 7 დღის - 9,13%
სულ ჩატარდა - 1 235 386 აცრა, დღიურად აცრილია - 23 916.