დღეს, თბილისის დროით 00:46 საათზე, მეოთხედ მიწისძვრა დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 24 კმ_ში, სოფელ სამებასთან(იმავე ეპიცენტრულ ზონაში, სადაც 6 ივნისის 3 მიწისძვრა მოხდა) მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა.