დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა იწყება.
"ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ იწყება მესამე ტალღა, თუ წესებისა და რეკომენდაციების დაცვით ვერ შევაკავებთ", - განუცხადა გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“.
ცნობისთვის, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 823 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 878 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 945 PCR ტესტით. გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 707 ახალი დადასტურებული შემთხვევა.