
საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 346 150 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ვრცელდება.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 896 კოვიდინფიცირებული პაციენტი, შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, განკურნებულთა რაოდებობა 329 516 გახდა.
ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 30 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 4834 -ია.
ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში, 30603 კვლევა ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 18 444, PCR ტესტით - 12 159.
დადებითობის მაჩვენებელი - დღიური - 3,12%, ბოლო 14 დღის - 3,23%, ხოლო ბოლო 7 დღის - 2,8% ფიქსირდება.
ამ დროისთვის ქვეყანაში სულ - 149 191 პირია აცრილი, დღიურად აცრილია 5251 ადამიანი.