საქართველოში ხუთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური იმყოფება და სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიას ესწრებიან:
ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I;
სრულიად ბულგარეთის პატრიარქი - უწმინდესი დანიელი;
სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსი - უნეტარესი იოანე;
ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი - უნეტარესი როსტისლავი;
ამერიკის მიტროპოლიტი ტიხონი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად იმყოფებიან სხვა ეკლესიების დელეგაციებიც.
სამების ტაძარში უკვე მივიდა კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.
სამების საკათედრო ტაძარში, წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო და ის სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
.