ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.
„დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად. ქნესეთის თავმჯდომარე ამირ ოხანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხოლო ქართველ ხალხს მხნეობასა და გამძლეობას უსურვებს. კურთხეულ იყოს მათი სახელები, ვინც ამ საზარელ ტრაგედიას ემსხვერპლა“, – ნათქვამია განცხადებაში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა.