დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
13 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 774 755 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 343 219 ადამიანი, 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.7%;
სრულად ვაქცინირებულია 1 233 366 ადამიანი , 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობის 42.9%;
"ბუსტერ" დოზით აცრილია 195 637;
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 987 (2.25%) სრულად აცრილია - 2 972(1.68%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 482 (15.39%) სრულად აცრილია- 10 961 (13.52%);
12 თებერვალს ჩატარდა 2 089 აცრა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.