საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 74 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 4 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 586 პაციენტი.
ამასთან, 20 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 393 პაციენტი, გარდაიცვალა 59 ადამიანი.