“მაპატიეთ, რომ არასასიამოვნო ინფორმაციას გეუბნებით, მაგრამ სიმართლე ვიღაცამ უნდა გითხრათ. თქვენ გაქვთ უფლება, იყოთ ინფორმირებული და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება”, - ამბობს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.
როგორც ფხაკაძე აღნიშნავს, მას ეგონა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებდა და საჯაროდ ამდენი გაფრთხილების მერე ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა.
“იმდენჯერ გავაფრთხილე გადაწყვეტილების მიმღებნი, მაგრამ ამაოდ - არაპროფესიონალიზმი და კორუფცია ღუპავს საქართველოს.
დღეს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ თურმე 27 აპრილიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება და რომ თურმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ექსპერტები სრულად უჭერენ მხარს, დაიწყოს ამ ვაქცინით ვაქცინაცია. ახლა გავშიფროთ ამ გადაწყვეტილების, რბილად, რომ ვთქვათ, მცდარობა -თავშივე ვიტყვი, 2 მლმ თუ რაც გადაიხადეს ამ ნაგავში, წყალში გადაყრილი ფულია. ის მეორე ნაჩუქარი ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც ასევე ნაგავში უსარგებლოდ გადასაყრელია ფაქტიურად, აი რატომ? ექსპერტები და ეპიდემიოლოგები, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მესამე ტალღის შესაჩერებლად ჩინური ვაქცინით დაიწყონ ვაქცინაცია, არიან ან უცოდინრები, ან კორუმპირებულები! თვითონ აირჩიონ, რომლები არიან ან თქვენ შეაფასეთ", - აცხადებს ფხაკაძე.
მისივე განმარტებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სამიოდე დღის წინ აღიარა, რომ საქართველოში ამჟამად უკვე მოცირკულირე ვირუსების 70% ბრიტანული შტამია, ხოლო ძველი, ე,წ, უხანის ვირუსი მხოლოდ 30%-ია.საქმე მაშია, რომ ჩინური ვაქცინა საერთოდ არ მოქმედებს ბრიტანულ შტამზე. გამოდის, რომ ამ 70%-ს ის ვერაფერს დააკლებს.
“ახლა დარჩენილ 30% უხანურ ვირუსზე რა ხდება, გეტყვით. თვითონ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა, რომელიც მხოლოდ ამ უხანური ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, არის მხოლოდ 50% (ეს რამდენიმე დღის წინ თავად ჩინეთის მთავრობამ აღიარა). ანუ გამოდის,რომ ამ 30%-ის ნახევარს ანუ 15%-ს დაიცავს. მარტივი არითმეტიკაა - ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში 100 ადამიანიდან მხოლოდ 15 იქნება დაცული. ეს არის ბაზისური ეპიდემიოლოგია! უხანური ვირუსი უკვე მილევადია და სექტემბრისთვის პრაქტიკულად აღარც იქნება, გადაიქცევა, როგორც სეზონური გრიპი. შეკითხვა, რისთვის გვინდა ეს ჩინური ვაქცინა?!”, - განაცხადა ფხაკაძემ.