ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს ძალაში შევიდა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
როგორც ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამ გადაწყვეტილებებს წინ უსწრებდა კერძო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საქართველოს საზღვრის კვეთისას, 10 წლამდე ბავშვებს აღარ მოეთხოვებათ PCR ტესტი;
გაფართოვდა (+10 ქვეყანა; ჯამში გახდა 64 ქვეყანა) იმ ქვეყნების ჩამონათვალი რომელთა მოქალაქეებს და ბინადრობის მქონე პირებს შეუძლიათ საქართველოში მოგზაურობა (ყველა სასაზღვრო პუნქტიდან) PCR ტესტის რეჟიმით;
ეს გადაწყვეტილება ხელს შე უწყობს ოჯახების მოგზაურობის სტიმულირებას საქართველოში! " - წერს მარიამ ქვრივიშვილი.