საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
დელეგაციაში შედიან: ბექა ოდიშარია, დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე, ლევან იოსელიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.