რამდენიმე წუთის წინ საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უახლესი გამაფრთხილებელი განცხადება განთავსდა. სადაც საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს საშიშროების შესახებ აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
"დაბეჯითებით გთხოვთ! არ გახვიდეთ ღია სივრცეში, საიდანაც თავშესაფარი მიუწვდომელია! ქვეყნის ცენტრი და სამხრეთი, ქალაქები: შდეროთი, აშდოთი, აშკელონი, ხულონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, რამლე, რამათ განი, ბნეი ბრაკი, გივათაიმი, ლოდი, რამლე, იავნე და მათი შემოგარენი საჰაერო დარტყმის ქვეშაა !"- ნათქვამია განცხადებაში.