თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადეს.
საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით.
„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
რაც შეეხება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული, რამდენიმესაათიანი ჰუმანიტარული დერეფანი განკუთვნილი იყო მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისთვის.
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.