საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. საქართველოს რკინიგიზის ინფორმაციით, თბილისიდან დღის რეისები 14 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით 10:25 საათზე, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:15 საათზე შესრულდება.
ასევე ემატება ღამის რეისები. საქართველოს რკინიგზის ცნობით, 16 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან ბათუმის მიმართულებით 00:35 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისში – 00:45 საათზე.
როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ბილეთების შეძენა შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.