როგორც რკინიგზაში განმარტავენ, რეისების დამატების გადაწყვეტილება გაზრდილი მგზავრთანკადის გამო მიიღეს.
დამატებითი რეისები 27 და 28 იანვარს თბილისიდან 10:25 საათზე გავა, ხოლო ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17:20 საათზე გამოვა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის ვებგვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.