
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა.
"მე მჯერა, რომ ქართველების სახლი ჩვენთან ერთადაა და თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ" - განაცხადა აპატურაიმ.
მან, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მცდელობისთვის და თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი ალიანსის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ჯეიმს აპატურაის დღის განმავლობაში 5 ოფიციალური შეხვედრა ჰქონდა ქვეყნის პირველ პირებთან.