საქართველოს მთავრობა სუროგაციულ სერვისს ახალ რეგულაციებს უწესებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
მისი თქმით, სუროგაციის მომსახურება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.
"ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული სუროგაცია. ვფიქრობთ, რომ ძალიან შემაფერხებელია რეგულაციების გარეშე ყოფნა.
ჩვენს ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ კი არავინ იცის, დაბადებული ბავშვები ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს. არსებობს ინფორმაცია, რომ აქ დაბადებული ბავშვები ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხზე პალამენტში კანონპროექტს წარადგენს.